საზოგადოება
ზარზმელის ქუჩაზე სამი თვეა ლამპიონები გადამწვარია
ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე ორი ლამპიონი არ ანათებს. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ნათურა დაახლოებით, სამი თვის წინ გადაიწვა და ამ დრომდე არ შეუცვლიათ.
"მერიას შევატყობინეთ, მეზობელმა ფოტოც გაუგზავნა სოციალურ ქსელში, მაგრამ არავინ აკეთებს", - გვითხრეს ადგილობრივებმა.

გარე განათების ქსელის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი შპს "კეთილმოწყობაა". დირექტორი კობა კურტანიძე "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ დამწვარი ნათურების შესახებ ინფორმაცია აქ ჰქონდათ.

"ჩვენთვის არავის უთქვამს, მერის წარმომადგენელს უნდა შეეტყობინებინა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ისინი მე მეტყოდნენ და მაშინვე გამოვცვლიდით, რა პრობლემაა? ქალაქში არსად არ ვტოვებთ ჩამქვრალ ლამპიონს".

კობა კურტანიძის თქმით, გადამწვარ ნათურებს მალევე გამოცვლიან.
| Print |