საზოგადოება
ზარზმელის ქუჩაზე ლამპიონები შეაკეთეს
დღეს, 15 ივლისს, ზარზმელის ქუჩაზე ლამპიონების შეკეთება დაიწყეს. შპს "კეთილმოწყობის" თანამშრომლებმა გადამწვარი ნათურები გამოცვალეს. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები დილის 10 სთ-დან  დაიწყეს.

დაახლოებით, სამი თვეა გარე განათების ორი ლამპიონი არ მუშაობს. მათი შეკეტება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც „მეცხრე არხმა“ ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემაზე დაწერა.

| Print |