საზოგადოება
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს არჩევენ

 

დღეს,17 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლების შერჩევა დაიწყო. აპლიკანტებმა პრეზენტაციები და საკუთარი ხედვა საკონკურსო კომისიას სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინეს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე კონკურსი სამ პოზიციაზე იყო გამოცხადებული: აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერი, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. სამ პოზიციაზე 47 განაცხადი შევიდა.

საკონკურსო კომისია ხუთი წევრისგან შედგება. ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციიდან ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, კერძო სექტორიდან კი შპს ,,ლომსიას“ გენერალური დირექტორი ამირან ქიმერიძე.

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. DMO-ს მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.

 


| Print |