საზოგადოება
საქართველოში ბენზინი ისევ გაძვირდა (ვიდეო)
ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5-5 თეთრით მოიმატა. ფასების მატებას ნავთობ-იმპორტიორები ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურებით ხსნიან და ფასების ზრდას მომავალშიც აანონსებენ.

„2-3 დღეა გაძვირებულია საწვავი 15-20 თეთრით არის მომატებული საფასური ზოგიერთი საწვავი, ზოგიერთი 5 თეთრით. აისახება ყველაფერზე, მგზავრობაზეც, თანხაზეც და ყველაფერზე პროდუქტზეც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

მოსახლეობის ნაწილი ბენზინის ფასის გაძვირებას ხელოვნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფასების ზრდა ერთეული ადამიანების სასარგებლოდ ხდება.

გაძვირება ფიქსირდება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე.

საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობ-იმპორტიორები აცხადებენ, რომ ამ გაძვირების მიზეზი არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა. ამ გაუფასურების გათვალისწინებით კი ექსპერტები სხვა პროდუქტების გაძვირებასაც აანონსებენ.

საქართველოში ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. საწვავის ფასი საშუალოდ 5-7 თეთრით არის გაზრდილი.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 1 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
ასპინძა 1 °C
img
ადიგენი 11 °C
img
ბორჯომი 4 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი -1 °C
img
ბაკურიანი -2 °C
img
ნინოწმინდა -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2796
RUB
RUB
100
4.6333
TRY
TRY
1
0.5129
USD
USD
1
2.9573
AMD
AMD
1000
6.1855
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.