საზოგადოება
ახალციხეში მულტიკულტურული ფერების ფესტივალი გაიმართება

 

26 ივლისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება „ახალგაზრდული მულტიკულტურული ფერების ფესტივალი“.

ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მცხოვრები ხელოვანი ახალგზარდების შემოქმედება, მათ შორის - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, საღამო დასრულდება ფერების გაშვებით და ფეიერვერკით.

ფესტივალის მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანთა პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ცხოვრების გამრავალფეროვნება, ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკურ - რელიგიური უმცირესობების კულტურის გაცნობა.

ფესტივალის ორგანიზატორია ახალციხის “SKYE PERFECTION“ კლუბი.

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.
| Print |