საზოგადოება
ოჯახში ძალადობის მზარდი სტატისტიკა
ოჯახში ძასლადობის შემთხვევების გამოვლინებამ იმატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოში 2 396 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ პერიოდში მოკლეს რვა ქალი. 2019 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, პოლიციის მიერ, საქართველოში გაცემულია 4 426 შემაკავებელი ორდერი.

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ 2016 წლიდან ამოქმედდა.

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ძალადობის სახეებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოვლენილი შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი სუდი სულაც არ არის. სამოქალაქო სექტორის თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მსხვერპლმა აქამდე დაფარულ შემთხვევებზე საუბარი დაიწყეს.
| Print |