საზოგადოება
ადიგენში "შუამთობა" აღნიშნეს

 

დღეს, 28 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ფერსათის მთაზე ტრადიციულად, ,,შუამთობა“ გაიმართა.

სახალხო დღესასწაული სპორტული ღონისძიებებით დაიწყო. მოეწყო ჩემპიონატი მკლავჭიდში, მძლეოსნობაში, ძალოსნობასა და ჭიდაობის სხვადასხვა წონით კატეგორიაში, გაიმართა დოღი.

ფინალში გასულ მონაწილეებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიგელები, თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თვითმმართველობის პირველი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ფოტოები: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

 

| Print |