საზოგადოება
ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს დაიწყება


ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ მონადირეებთან გამართული კონსულტაციების დროს გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.

აქამდე ნადირობის სეზომი აგვისტოს მესამე შაბათს იწყებოდა. ამასთან დაკავშირებით მონადირეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ბმულზე:

ნადირობის მეთოდები და წესები

| Print |