საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება (ინფოგრაფიკა)
სამცხე-ჯავახეთში 1994 წელს 245 100 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მას შემდეგ რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ბოლო 25 წელში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 90 961 ადამიანით არის შემცირებული.

თითქმის ყოველწლიურად მერყეობს სამცხე-ჯავახეთში დაბადებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობაც. თუ 1994 წელს რეგიონში 2 365 ბავშვი დაიბადა, 24 წლის შემდეგ შობადობის ციფრი 258-ით შემცირებულია, თუმცა სტატისტიკა პერიოდულად მზარდიცაა.
1994 წელს სამცხე-ჯავახეთში 1 465 პირი გარდაიცვალა. 2019 წელს კი 462-ით მეტი.

რეგიონში მოსახლეობის რაოდენობას დაბადება-გარდაცვალების გარდა, კიდევ სხვა ფაქტორები განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია მიგრაცია.
| Print |