საზოგადოება
დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა
12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

მაშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა ასაკის ადამიანების პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტისკენ. ასამბლეა ურჩევს საზოგადოებას 12 აგვისტოს ინფორმაციული შეხვედრები ჩაატაროს, რათა უკეთ გაეცნოს ახალგაზრდების პრობლემებს. სწორად ამ საკითხს მიეძღვნა 1995 წელს ჩატარებული "ქმედებების საერთაშორისო პროგრამა".
| Print |