საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციისთვის 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
14 მილიონამდე ლარი იხარჯება ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 14.6 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენაზე - სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები.

აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება საზტრანზიტო გადაზიდვები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.


| Print |