საზოგადოება
აგარასა და თისელში ამბულატორიების შენდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელსა და აგარაში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო.

პროექტის თანახმად, ორივე სოფელში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობა აშენდება და კეთილმოეწყობა მიმდებარედ არსებული ეზო.

სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც თისელში 80 340 ლაარი იხარჯება.

აგარაში, ამბულატორიის ასაშენებლად გათვალისწინებული სამუშაოები 95 648,44 ლარით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
| Print |