საზოგადოება
საქართველოში შობადობა შემცირდა, გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა
2019 წელს საქართველოში შობადობა 5,5%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

2019 წლის ექვსი თვის, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 22,945 ბავშვი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 367-ით ნაკლებია (5,5%-ით) შარშან 6 თვეში 24 312 ბავშვი დაიბადა. 

2019 წელს ყველაზე მეტი - 7,580 ბავშვი დედალაქში დაიბადა, ხოლო ყველაზე მცირე - 122 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

რაც შეეხება გარდაცვალების რაოდენობას, 2019 წლის ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობამ 24 563 შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 23 603 იყო.
| Print |