საზოგადოება
უმცირესობების 60% არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა - NDI
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” ივლისში ჩატარებული კვლევისას, მოქალაქეებს არჩევნების შესახებ ჰკითხა. კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას. 41% ამბობს „არას“, 59% კი ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას.

ამ კითხვას ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გასცეს.


კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩვნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ ვის მისცემდით ხმას? 57% პასუხობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, 37%-ს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, 5%-მა არ იცის, 1% უარს ამბობს პასუხზე.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.
| Print |