საზოგადოება
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

 

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„მოსალოდნელია გამოდარება. უახლოესი დღეების განმავლობაში მთელ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით +31, ხოლო სანაპირო რაიონებში +26-27 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში მოსალოდნელია +25-27 გრადუსი. შესაბამისად, ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.“
- განაცხადა დოდო გვაზავამ.
| Print |