საზოგადოება
სოფელ რუსთავში "შოთაობა" აღინიშნა(ვიდეო)
დღეს, 29 სექტემბერს, სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაული "შოთაობა" აღინიშნა.

პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრების და შშმ პირთა ნამუშევრები გამოფენეს, მოაწყეს მესხური ოდები, სადაც სტუმრებმა მესხური კერძები დააგემოვნეს.

სოფლის შესასვლელში, სადაც დღესასწაულის აღნიშვნა მიმდინარეობდა, საბავშვო კუთხეც მოეწყო. საზეიმო კონცერტი, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, 14:00 სთ-ზე დაიწყო. მოგვიანებით კი გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
| Print |