საზოგადოება
ახალქალაქში მძღოლებმა სანომრე ნიშნები დაკარგეს
ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩებზე არსებულ გუბეებში მძღოლებმა ავტომობილის სანომრე ნიშნები დაკარგეს.

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილი ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა, შედეგად აღმაშენებლისა და ერევნის ქუჩის კვეთაზე წყლის გუბე გაჩნდა.

მანქანის მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა გუბეში გავლისას მანქანის სანომრე ნიშნები დაკარგეს.

მუშებმა ლითონის დეტექტორის გამოყენებით საიდენტიფიკაციო ნომრები გუბეებიდან უკვე ამოიღეს და მეპატრონეებს უკან დაუბრუნებენ.

| Print |