საზოგადოება
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოში 1990 წელს დაწესდა და მას საქართველო 2006 წლიდან, ფონდ "თაობის“ ინიციატივით შეუერთდა.

ხანდაზმულთა დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს ის პრობლემები, რომლებიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ. საქართველოს შინმოვლის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ვახანია აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც წლების განმავლობაში დაუძლეველია, ხანგრძლივი მოვლის სახელმწიფო სისტემის დანერგვაა. 

საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20% ხანდაზმული ასაკისაა, აქედან 60 ათასი შინმოვლისა და ხანგრძლივი მოვლის სერვისებს საჭიროებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სათნოების სახლს ესტუმრნენ. ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს და ყვავილები გადასცეს. ზაზა მელიქიძემ მათთან ერთად სიმბოლურად ტორტიც გაჭრა.
| Print |