საზოგადოება
რა რეაგირება მოახდინა ,,ენერგო პრო ჯორჯიამ" საშიშ ელექტრობოძზე
"ენერგო პრო ჯორჯიამ" ახალციხეში, მებაღიშვილის ქუჩაზე მდებარე ელექტროენერგიის გადახრილი დგარი გამოცვალა. საშიში ბოძი მხოლოდ მას შემდეგ ჩაანაცვლეს, როცა მაცხოვრებლების პრობლემის შესახებ "მეცხრე არხმა" დაწერა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვები თამაშობდნენ და ისინი საფრთხის წინაშე იდგნენ.

ქარიან ამინდში გადახრილი ბოძი ირხეოდა, მოსახლეობა კი შიშობდა, რომ შესაძლოა დგარი წაქცეულიყო. ამის შესახებ TV9NEWS.GE-მ 28 სექტემბერს დაწერა.

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, მებაღიშვილის ქუჩაზე დგარი შეცვლილია.

,,ენერგო პრო ჯორჯიამ" დგარი გუშინ, 30 სექტემბერს შეცვალა. ყურდაღება მას შემდეგ მოგვაქციეს, რაც ტელევიზიამ ინტერნეტში მასალა გაავრცელა“, - გვიყვება სერგეი სეროპიანი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ელექტროენერგიის დგარი ოთხი წელია დაზიანებულია.


ნახეთ, რატომ ჩიოდნენ ადგილობრივები:
| Print |