საზოგადოება
როგორ შევამოწმოთ გვაქვს თუ არა ვიდეოჯარიმა
რა უნდა იცოდეს მძღოლმა საჯარიმო ქვითრის მიღებასთან დაკავშირებით.

თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე. გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

იმისთვის, რომ გაიგოთ არის თუ არა თქვენს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ამისთვის police.ge-ს ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსება მოგიწევთ: პირადი ნომერი, გვარი, ავტომობილის ნომერი.

ვიდეოჯარიმებს ე.წ. ჭკვიანი კამერები წერენ, რომლებიც მძღოლების მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევას აფიქსირებენ.

| Print |