საზოგადოება
გინდა ჩაერთო მწვანე ბარათის გათამაშებაში?
დღეს, 7 ოქტომბერს ახალციხის ამერიკის კუთხეში მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა.

გათამაშების მიზანია წაახალისოს იმიგრაცია იმ ქვეყნებიდან საიდანაც ისტორიულად ამერიკაში ნაკლები რაოდენობის ემიგრანტი მიემგზავრება.

ახალციხის ამერიკის კუთხეში პრეზენტაციას მეოთხე წელია რაც ამერიკის ვიცე-კონსული უძღვება. შეხვედრის შემდგომ საუბარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

,,მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს ყველა ამერიკის კუთხეში ტარდება. დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციას მწვანე ბარათთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით“, - ამბობს ახალციხის ამერიკის კუთხის კოორდინატორი ზაირა კელაპტრიშვილი.

აქვე, იხილეთ საიტი, სადაც შეძლებთ უფასოდ დარეგისტრირებას. http://greencard.coolgroup.ge/

| Print |