საზოგადოება
10 ოქტომბერი მეტყევეს დღეა
20 წელია საქართველოში მეტყევეს პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღს დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიებით აღნიშნავენ.

მეტყევეს დღე 1999 წელს დაარსდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას.
| Print |
თეგები: მეტყევეს დღე /