საზოგადოება
11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა
11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღის აღნიშვნის გადაწყვეტილება გაერთანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს მიიღო. მისი მიზანი, სოციალურ პრობლემებზე, უთანასწორობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული.

გოგოების საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ ინიციატივა კანადაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერდა, აღნიშნულ საკითხზე კანადის მინისტრი ქალთა უფლებების საკითხებში რონა ემბროუზი მუშაობდა.

ამ დღისთვის “ფეისბუკმა” სპეციალური აპლიკაციაც შექმნა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ პროფაილის სურათს დაურთოთ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჩარჩო.

| Print |