საზოგადოება
V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა (ვიდეო)
V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს, 11 ოქტომბერს დასრულდა. ფესტივალი მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საზეიმოდ დახურა. მსახიობები მაყურებლის წინაშე ჯანრი კაშიას სპექტაკლით - "მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ" წარსდგნენ, რომლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია.

ფესტივალის ფარგლებში, 28 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების თეატრები. ახალციხეს ასევე ეწვია სამსახიობო დასი უკრაინიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ბელორუსიიდან.

სპექტაკლის დასასრულს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მესხეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

| Print |