საზოგადოება
საქართველოში ამინდი გაუარესდება
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 12 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს.

13 ოქტომბრიდან კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ღამით ტემპერატურა დაიკლებს.

14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ქ. ახალციხეს, 12 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება.

ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +20, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +24, +26გრადუსამდე დათბება.

| Print |