საზოგადოება
სასტუმრო ,,ტიფლისმა“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებს უმასპინძლა (ვიდეო)
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ და ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა სასტუმრო ,,ტიფლისში“ გამართეს. პრეზენტაციას ახალციხის სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მონიტორინის შედეგების განხილვას ეხებოდა. ეს კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვით, დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა გასული წლის მაისიდან აიკრძალა. ასევე, აიკრძალა თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.

ალიანსის წარმოამდგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს თუ რა პრობლემების წინაშე იყვნენ, ვიდრე კანონი ამოქმედდებოდა და როგორ შეიცვალა ვითარება ამ კუთხით.

შეგახსნებეთ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას კი 1000 ლარით.


ასევე, დაგაინტერესებთ:
| Print |