საზოგადოება
15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა
დღეს, 15 ოქტომბერს მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

გაეროს ქალთა ორგზანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან. ისინი ამუშავებენ მიწებს ერების გამოსაკვებად, უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას საკუთარი თემებისთვის და ქმნიან კლიმატის მდგრადობას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მიწის საკუთრებას, სასოფლო-სამეურნეო რესურსებზე წვდომას, კლიმატის მდგრადობის დაფინანსებასა და ტექნოლოგიებს, ისინი მამაკაცებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად, შეუმჩნეველი რჩება.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასოს ისინი.

სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ ნახეთ: 

ქალები რუსეთის იმედად

ადრეული ქორწინების ტვირთი
| Print |