საზოგადოება
როგორ გამოიყურება ციხის საკნები
გისოსებს მიღმა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება. კრიმინალური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, დღეისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსოფლიოს მასშტაბით 10.35 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება – მათ შორის არიან როგორც წინასწარ დაკავებაში მყოფი, ისე სასჯელ მისჯილი ბრალდებულები.

2000 წელთან შედარებით ციხეში მყოფ ქალთა რიცხვი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, ხოლო მამაკაცთა ანალოგიური მაჩვენებელი 18%-ია. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმართა შეფარდება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ 100 000 მოქალაქეზე 698 პატიმარი მოდის, ხოლო დანიაში 61.

თუმცა, განსხვავებები ამით არ ამოიწურება. პატიმარს ზოგ ციხეში შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და ვიდეოთამაშებზეც კი მიუწვდებოდეს ხელი, ხოლო სხვაგან შესაძლოა ტუალეტის ქაღალდის გამო ჩხუბობდეს.

Bored Panda-მ მსოფლიოს გარშემო არსებული ციხის საკნების ფოტოები შეაგროვა, რათა ვნახოთ, თუ როგორ ეპყრობიან სხვადასხვა ქვეყნებში კრიმინალებს. შეიძლება ითქვას, რომ კონტრასტი გამაოგნებელია.

ამ სიაში მოცემული საკნების ნაწილი დაბალი უსაფრთხოების, ნაწილი კი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეებში მდებარეობს, რის გამოც მათი ერთმანეთთან პირდაპირ შედარება არ შეიძლება, თუმცა ისინი ზოგად სურათს მაინც ასახავენ.

რთულია იმის თქმა, ციხეებში არსებული გარემო ეკონომიკური მიზეზებით აიხსნება, თუ იმით, რამდენად ზრუნავენ საზოგადოებები პატიმრებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ქვემოთ მოცემული ფოტოები ყველას ყურადღებას მიიპყრობს.

#1. არანჰუეზის ციხე, ესპანეთი

საშუალებას აძლევს მშობლებსა და ბავშვებს დრო თავის პატიმარ ოჯახის წევრებთან გაატარონ.

#2. ას ციხე, უგანდა

პატიმრებს საშუალება აქვთ მოიყვანონ თავიანთი საკვები, შეიქმნან საცხოვრებელი გარემო და ისწავლონ.

#3. ბასტოის ციხე, ნორვეგია

ციხე კუნძულზე მდებარეობს და მოიცავს 80 ცალკეულ შენობას, პლიაჟს, სპორტულ მოედნებს, სამეურნეო მიწასა და ტყეს.

#4. ჰალდენის ციხე, ნორვეგია

განსაკუთრებული რეჟიმის ციხეა, თუმცა აქ დიზაინი მაქსიმალურად მიახლოებულია საცხოვრებელ გარემოსთან. ჰალდენის ციხემ პრიზიც კი მიიღო ინტერიერის საუკეთესო დიზაინისთვის.

#5. ონომიჩის ციხე, იაპონია

მოსახლეობის ასაკის ზრდასთან ერთად, იზრდება ხანში შესული პატიმრების რიცხვიც. ეს ციხეც სწორედ მათთვისაა.

#6. ნორგერჰავენის ციხე, ნიდერლანდები

კრიმინალის დაბალი დონის გამო ნიდერლანდების ციხეები, ქვეყნებს შორის შეთანხმებით, ნორვეგიელ პატიმრებსაც იღებენ.

#7. ეიჩ-ემ-პი ედიველი, შოტლანდია

საგანმანათლებლო ციხე, სადაც პატიმრები შეისწავლიან, თუ რა გარემოებების გამო აღმოჩნდნენ კანონდამრღვევების როლში.

#8. შავი დელფინის ციხე, რუსეთი

ამ ციხეში, რომლის საკნებიც „ციხეში ციხეს“ წარმოადგენს, რუსეთის განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები – სერიული მკვლელები, ტერორისტები და კანიბალები ჰყავთ გამოკეტილი.

#9. ჩემპ-დოლონის ციხე, შვეიცარია

ამ ციხეში პატიმრები სასამართლომდე ჩერდებიან. 2010 წლის მონაცემებით, აქ 115 ეროვნების პატიმარი იყო, აქედან მხოლოდ 7.2% შვეიცარიელი.

#10. ლას კოლინასის საპატიმრო, კალიფორნია, აშშ


პირველი საპატიმრო ქვეყანაში, სადაც ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია გამოიყენება „პატიმრებისა და პერსონალის გამოცდილების გასაუმჯობესებლად“.

#11. ლანდსბერგის ციხე, გერმანია

ამ ციხეში ჰიტლერმა დაწერა „Mein Kampf“.

#12. აბაშირის ციხე, იაპონია

ციხეში იმყოფებიან 8 წლამდე სასჯელის მქონე პატიმრები. ციხეს აქვს თავისი სუვენირებისა და კანფეტების საამქრო.

#13. ცებუს პროვინციის საპატიმრო, ფილიპინები

საპატიმრო ცნობილია თავისი საცეკვაო ვარჯიშებით, რომლებსაც ხშირად იღებენ და ონლაინ ათავსებენ დიდი პოპულარობის გამო.

#14. ციუდად ბარიოს ციხე, ელ სალვადორი

3.5X4.5 მეტრის სიდიდის საკნები თავიდან გათვლილი იყო ერთდღიანი პატიმრობისთვის, მაგრამ აქ ზოგიერთი ერთ წელსაც ატარებს ხოლმე.

#23. ევინის ციხე, ირანი

აქ მყოფი ინტელექტუალების დიდი რაოდენობის გამო ამ ციხეს „ევინის უნივერსიტეტსაც“ უწოდებენ.
წყარო: at.ge

| Print |