საზოგადოება
ფოტოები საბჭოთა კავშირის ნგრევაზე

ლიზ სარფატი ფრანგი ფოტოგრაფია, ალჟირული ფესვებით. სორბონის უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1989-დან 1998 წლამდე, ხშირად ჩადიოდა რუსეთში. მისი მოგზაურობა საბჭოთა კავშირის დაშლას დაემთხვა, რამაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის რუსეთშიც, სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია.

ლიზ სარფატიმ გადაწყვიტა, რომ ფირზე აესახა საზოგადოების ტრანსფორმაცია და ამ მიზნით, სხვადასხვა პერიოდში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვორკუტასა და ნორილსკში იმოგზაურა.


ლიზ სარფატის თქმით, ის მოწმე გახდა გაურკვევლობითა და უიმედობით გამოწვეული მელანქოლიისა, იმგვარი დრამატული მოვლენებისა, რომლებიც არც ერთ ისტორიის წიგნში არაა ასახული. „უპერსპექტივობა, სიცარიელე და დეპრესიული ყოფა განსაკუთრებით ახალგაზრდების ცხოვრებას ეტყობოდა“, – იხსენებს სარფატი. 


ფოტოგრაფმა რუსეთისა და რუსი საზოგადოების პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის თემაზე გამოსცა ფოტოწიგნი ლათინური სახელწოდებით Acta Est („წარმოდგენა დასრულდა“). „არ იქნება სწორი, თუ ჩემს ნამუშევრებს განიხილავენ როგორც ფოტოჟურნალისტიკას, პროექტი ერთგვარი თეატრალური ფანტაზიაა და ფოტოწიგნის სახელიც ამაზე მეტყველებს. თუმცა, Acta Est-ს ისტორიული დატვირთვაც აქვს.“ – ამბობს ფოტოგრაფი. 



ნახატზე ლიზ სარფატის მიერ დანახული პოსტსაბჭოთა რუსეთის გახუნებული ინტერიერები, დანგრევის პირას მისული შენობები, გაჩერებული ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც უსახლკარო და მიტოვებული ბავშვებისა თუ მოზარდების თავშესაფრად იქცნენ, ასევე მაღაზიის გამყიდველები, ექიმები…




წყარო: at.ge

| Print |