საზოგადოება
ქვაბისხევში 8 ოჯახს მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცა
ა.ო "მწვანე ბორჯომმა" ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან" ერთად პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით: "ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით".

პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი შეირჩა და მათ მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცათ.უახლოეს მომავალში დაგეგმილია შერჩეული ოჯახებისთვის ენერგოეფექტური ღუმელების გადაცემა.

პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
წყარო: https://borjomi.tv/

| Print |