საზოგადოება
ახალციხეში ვეტერანის დღე აღნიშნეს
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. თარიღი აღნიშნეს ახალციხეშიც. ომის მონაწილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ვეტერანებმა გმირულად დაღუპული თანამებრძოლები გაიხსენეს.

ღონისძიების მონაწილეებმა პარკიდან მერიაში გადაინაცვლეს, სადაც ნარდში ჩემპიონატი გაიმართა. თარიღის აღნიშვნა საღამოს ვახშმით დასრულდება.

სამცხე-ჯავახეთში ვეტერანის სტატუსი 3 325 პირს აქვს. 

17 ოქტომბერი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღედ 2014 წელს დაწესდა.

| Print |