საზოგადოება
,,ხელისუფლებამ უნდა დაგეგმოს პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთთან მიმართებით" - ნინო ლომჯარია (ვიდეო)
სახალხო დამცველი ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ახალქალაქში ნინო ლომჯარია ადგილობრივი მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განათლების წარმომადგენლებს შეხვდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 1+4 პროგრამა, რომელიც არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის შესწავლას და უმაღლესი განათლების მიღებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, თუმცა სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მსგავს საკითხებს.

ნინო ლომჯარია რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა გაზრდილ რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქართველომ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს.
| Print |