საზოგადოება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ვიდეო–ხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა (ფოტო)
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვიდეო–ხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა. აღნიშნულის შესახებ ფოტო–მასალას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული ცხოველი ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ თავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური.
| Print |