საზოგადოება
როგორ გამოიყურება ახალციხეში დამწვარი სახლი
გუშინ, 25 ოქტომბერს, ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
შენობა სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ეზოში მდებარეობს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზეა, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობდა.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. შენობის მიმდებარედ ხის მორები ყრია. ადგილობრივები შიშობდნენ, რომ ცეცხლი საშეშე მერქანზეც გავრცელდებოდა.
შენობას ცეცხლი დაახლოებით საღამოს საათებში მოედო. ხანძარი თავდაპირველად მეზობელმა შენიშნა და 112-ზე დარეკა.
შემთხვევის დროს ადგილზე ოჯახის არც ერთი წევრი იმყოფებოდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა და 15-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
გააზიარეთ :