საზოგადოება
ქართველი მეცნიერი ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის თავმჯდომარედ აირჩიეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის (EUROSOLAN) თავმჯდომარედ 2 წლის ვადით აირჩიეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დამფუძნებელი შეხვედრა, მოლდოვაში, კიშინოვში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით გაიმართა.

EUROSOLAN ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის (GLOSOLAN) რეგიონულ კავშირს წარმოადგენს, სადაც, ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც არის გაწევრიანებული.
| Print |