საზოგადოება
თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი რუსუდან სისაური გარდაიცვალა
ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი, რუსუდან სისაური დღეს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თოჯინების თეატრის ფეისბუქ გვერდზე თანამშრომლებმა პოსტი გამოაქვეყნეს.

"ბევრი, ბევრი წლის წინ გადაწყვიტა ახალციხეში თოჯინების თეატრი დაეარსებინა, გადაწყვიტა და შეძლო კიდეც. მერე ზრუნავდა, თეატრზე ზრუნავდა, ყველაზე ზრუნავდა, წლები ზრუნავდა, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. გუშინ წავიდა, სულ წავიდა. ბავშვებს, ახალციხეში თოჯინების თეატრი დაუტოვა, დიდებს მაგალითი, მაგალითი - როგორ და რატომ უნდა იცხოვრო, იცხოვრო სხვებისთვის, კეთილი საქმეების კვალდაკვალ. მადლობა, გვიყვარხარ",- წერია ოფიციალურ გვერდზე.



| Print |