საზოგადოება
გარდაცვლილია და-ძმა, დედა დაშავებულია
ამ წუთებში, გარდაცვლილების სახლთან შეკრებილი არიან მეზობლები და ნათესავები. გარდაცვლილ და-ძმას სახლში, აბასთუმანში გადაასვენებენ.

საჭესთან 1998 წელს დაბადებული დ.ბ იჯდა. ბიჭი სამხედრო პირი იყო და კონტრაქტიც ახალი გაფორმებული ჰქონდა. ოჯახს მერსედესის მარკის ავტომანქანა ახალი ნაყიდი ჰქონდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა დ.ბ-ს და 1993 წელს დაბადებული მ.ბ.

დედა ნ.გ ამჟამად კლინიკა ,,იმედში“ რჩება. მის გადასაყვანად რეანომობილის მისვლას ელოდებიან.

ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში უნდა გადაიყვანოს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |