საზოგადოება
“და-ძმა 1 დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო” – მზიკო ბალახაშვილი გარდაცვლილ და-ძმას გლოვობს
“მეტი რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მეტი, დავიღუპეეეე დედა...
ცოცხალს მაინც ჩამოგისწრო, დეეე, ჩემო დედიკო”
– წერს გარდაცვლილი და-ძმის და მზიკო ბალახაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

როგორც ირკვევა, გოგონა ემიგრაციაში იმყოფება. წერს, რომ მისმა ძმამ, დათო ბალახაშვილმა, ავტომობილი ტრაგედიამდე 2 დღით ადრე იყიდა.

“დათო, დათუჩა, ჩემო ძამიკო, ჩემო თბილო, ტკბილო, კეთილო... რა გავაკეთო ახლა მე? რა ვქნა, ეს რა მიქენი, ჩემო დათუჩა? აღარ მყავხარ, გული მაქვს ჩაწყვეტილი... და-ძმა ერთად მომიკვდით, წახვედით, აღარ თენდება ეს ღამე, რომ მოვიდე და მკვდრებს ჩაგეხუტოთ. ჩემო დათუჩა, დაო მთვარო, ორი დღის ნაყიდი მანქანა და ამხელა ტრაგედია... და-ძმა ერთ დღეს დავკარგე. დედიკოოოო მაინც გადამირჩინე ღმერთო”.

“როგორ, როგორ, როგორ ვიცხოვრო აწი მე? აღარ თენდება ეს შავი ღამე” - წერს ავარიის შედეგად გარდაცვლილების და მზია ბალახაშვილი.

28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |