საზოგადოება
და-ძმის გარდაცვალების გამო, ახალგაზრდული ფესტივალი აღარ გაიმართება
ადიგენის მუნიციპალიტეტში, 28 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ახალგაზრდა და-ძმის სიცოცხლე შეეწირა, ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და World Vision საქართველოს გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს დაგეგმილი ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019" აღარ გაიმართება.

28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |