საზოგადოება
ახალქალაქელი სპორტსმენების მორიგი გამარჯვება
ახალქალაქის სპორტული კომპლექსის „კიოკუშინის“ კარატეს სპორტსმენები სომხეთიდან მედლებით დაბრუნდნენ.

ახალქალაქიდან სომხეთის დედაქალაქში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა 11 სპორტსმენმა მიიღო, მონაწილეები7 მედლით - 3 ოქრო, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოთი დაბრუნდნენ .

ახალქალაქელი სპორტსმენები, მწვრთნელის პოგოს ჩივჩიანის ხელმძღვანელობით, 9 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ.


| Print |