საზოგადოება
ახალციხელმა სოსო ნათენაძემ ლონდონში ქართული ღვინის ბარი გახსნა
ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - უიმბლდონში, ქართული ღვინის ბარი გაიხსნა. “Merton Café & Wine Bar“-ში მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ბარის მეპატრონე სოსო ნათენაძე ახალციხელია. ის ლონდონში საცხოვრებლად 13 წლის წინ გადავიდა. წლებია ქართულ ღვინოსთან შეხება აქვს. შარშან კი დაააარსა კომპანია “8000 Vintages“, მეღვინე ძმის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ნატურალური ქვევრის ღვინოები ლონდონში შეაქვს და ონლაინ ყიდის.

„აქ ვმონაწილეობ უამრავ ფესტივალსა და ღვინის გამოფენებზე, რითაც ქართული ღვინის და ჩვენი კომპანიის ცნობადობა სწრაფად და საგრძნობლად იზრდება. ასევე პარტნიორთან ერთად მქონდა პირველი ქართული ღვინის მაღაზია “თბილისი”, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს ლონდონში და უკვე მეორედ მოვაწყეთ ქვევრის ღვინის ფესტივალი აქაურ ღვინის იმპორტიორებთან ერთად, რომელმაც დიდი წარმატებებით და დადებითი გამოხმაურებებით ჩაიარა“, - გვიხსნის სოსო ნათენაძე.

ახალციხეში, ნათენაძეების ოჯახი მეღვინეობით არის დაკავებული. ისინი მესხურ ღვინოს 2009 წლიდან აწარმოებენ. სოსოს ძმამ, გიორგიმ მივიწყებული მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და ნატურალური ღვინის ევროპაში გატანა დაიწყო. მეღვინეობით სოსოც მაშინ დაინტერესდა.

„ბარის იდეაც ღვინოსთან დაკავშირებული საქმით გაჩნდა. ლონდონში დღეს ვერც ერთ ბარს ან რესტორანს ვერ იპოვით, სადაც ქართული ღვინის ფართო არჩევანია, ამიტომ გავხსენი მეგობართან ერთად და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს“, - გვიყვება ლონდონიდან სოსო ნათენაძე.

ქართული ღვინის ბარის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. მან დამფუძნებლებს მადლობა გადაუხადა ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„ეს ბარი იქნება კიდევ ერთი ადგილი ლონდონში, რომელიც მნიშვნელოვან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ღვინოს, ქართული მეღვინეობის ისტორიასა და ზოგადად საქართველოს“, - აღნიშნა ელჩმა.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 8 °C
img
თბილისი 10 °C
img
აბასთუმანი 5 °C
img
ბაკურიანი 1 °C
img
ნინოწმინდა 2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2024
RUB
RUB
100
4.6032
TRY
TRY
1
0.4951
USD
USD
1
2.8647
AMD
AMD
1000
5.9868
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.