საზოგადოება
ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, დამწვარია 100-მდე სახლი

 

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლმა 100-მდე სახლი გაანადგურა, დაკარგულად კი ამ დროისთვის შვიდი ადამიანი ითვლება.

ათასობით მოქალაქე ევაკუირებულია და სპეციალურ ცენტრებს აფარებს თავს. ხანძრის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუინსლენდში მდებარე ციხიდან პატიმრების ევაკუირებაც განხორციელდა.

შეგახსენებთ, ახალ სამხრეთ უელსის შტატში მეხანძრეები რამდენიმე დღეა რეკორდული მასშტაბის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძრის 17-მა კერამ საგანგაშო დონეს მიაღწია. ხანძრის გაჩენიდან დღემდე 30-ზე მეტი ადამიანი, მაშ შორის 19 მეხანძრე, დაშავდა.

| Print |