საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამწვანების სამუშაოებისთვის 12 სახეობის 850-მდე ხე-მცენარის ნერგი შეიძინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამწვანების სამუშაოებისთვის 12 სახეობის 850-მდე ხე-მცენარის ნერგი შეიძინა.
ნეკერჩხალი, ფოტინია, წვავი, ფორტიზია, ღვია, ტუია, იმ მცენარეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქალაქ ბორჯომში ბაღებსა და სკვერებში გადანაწილდება. საბორდიურე ტუიები მოეწყობა ტროტუარების გასწვრივაც. 

მერიის ინფორმაცით, დარგვის სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესში ჩართულები არიან ბორჯომის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები.

| Print |