საზოგადოება
,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019" ადიგენში (ფოტორეპორტაჟი)
ახალგაზრდული კლუბის „SKYEmpire” და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ორ დღიანი ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019" გაიმართა.
პროექტის მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა და კულტურული მრავალფეროვნების /ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, რომელთაც მათი კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძები, ნივთები და ტრადიციული სამოსი წარმოადგინეს. მოეწყო მულტიკულტურული კონცერტი, გამოფენა-გაყიდვა, სახეზე ხატვა და ფერების ფესტივალი, რომელსაც მუსიკალურად  DJ აფორმებდა.
ფესტივალის მეორე დღეს SKYEMPIRE" ახალგაზრდულმა კლუბმა ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარა, რომლის მთავარი მიზანი მონაწილეებისთვის მრავალფეროვნების კონცეფციის გაცნობა იყო.
ფოტოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.
| Print |