საზოგადოება
როგორ აღნიშნავენ ადიგენში ,,ზარზმობას" (ფოტორეპორტაჟი)
წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე საზეიმო წირვით დაიწყო. სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვა აღავლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ზარზმის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე „ერისიონთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლი „ელეონი“ და მომღრალთა ანსამბლი“ ალეგრო“ მონაწილეობდა. 
კონცერტის პარალელურად ყველის ფესტივალი და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო.

ღონისძიების დასასრულს ადიგენის საპატიო მოქალაქები დააჯილდოვეს.

,,ზარზმობა“ სახალხო-რელგიური დღესასწაულია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აღინიშნება. სერაპიონ ზარზმელი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში სხვა ბერებთან ერთად დაარსა ზარზმის მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.
ფოტოებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
| Print |