საზოგადოება
სოფელ გულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ახლად აშენებული საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ბაღში ამჟამად 2 ჯგუფია და 47 ბავშვი სწავლობს.
| Print |