აბრეშუმის გზა
ათი ცხოვრებისეული რჩევა მაჰათმა განდისგან

 

ცხოვრების პრინციპები ინდოეთის ლეგენდარული სულიერი ლიდერის, მაჰათმა განდისგან:

1. შეიცვალე
,,თუკი სამყაროს შეცვლა გსურთ – პირველ რიგში, თავად შეიცვალეთ.’’

თუ ფიქრებს შეცვლით, ასევე, გრძნობებსა და ქმედებებს. უმადლობეთ სამყაროს ამ ცვლილებისთვის, არა იმიტომ, რომ ყველაფერს ახალი თვალით, გრძნობებითა და ფიქრებით აღიქვამთ, არამედ იმიტომ, რომ შინაგანი ცვლილებები უკეთ მოქცევის საშუალებას გაძლევთ.

2. აკონტროლე საკუთარი თავი
,, ჩემი ნებართვის გარეშე, არავის ძალუძს მაწყენინოს მე.’’

რას გრძნობთ და რა რეაქცია გაქვთ იმაზე, რაც ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული. აქ შესაძლოა, იყოს ტიპური ქცევის ნიმუშები სხვადასხვა სიტუაციაში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, თქვენ ირჩევთ, რასაც ფიქრობთ და გრძნობთ ყველაფერთან დაკავშირებით.

შესაძლოა, ეს უცებ არ მოხდეს, მაგრამ, ეტაპობრივად, აცნობიერებთ, რომ არავის შეუძლია თქვენი ფიქრების კონტროლი. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ.

3. აპატიე და დაივიწყე
,,სუსტი არასდროს გაპატიებთ. პატიება – ეს ძლიერთა თვისებაა.’’

,,პრინციპს ,,თვალი თვალის წილ’’ მთელი სამყაროს დაბრმავება შეუძლია.’’

შეუძლებელია, დაამარცხო ეს სიბოროტე. თქვენ ყოველთვის უნდა აირჩიოთ, როგორ მიუდგეთ. რაც უფრო მეტს იფიქრებთ, მიხვდებით, რა არის უმჯობესი როგორც თქვენთვის, ასევე – სხვებისთვის.

თუკი არ აპატიებთ, წარსულსა და სხვა ადამიანებს მისცემთ საშუალებას, აკონტროლონ თქვენი ფიქრები. უბრალოდ, გათავისუფლდით ბორკილებისგან და მხოლოდ მას შემდეგ შეძლებთ სხვა რამეზე ყურადღების გადატანას.

4. თუ არ იმოქმედე, ვერაფერს მიაღწევ
,,სულ ცოტა საკუთარი გამოცდილება უფრო ღირებულია, ვიდრე ტონობით ადამიანების რჩევები.’’

ძალიან ცოტა გაკეთდება, თუ არ იმოქმედე. დაუსრულებლად იკითხეთ და ისწავლეთ. წინსვლას მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობთ. იმისათვის, რათა ნამდვილად მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, ნამდვილად შეიცნოთ სამყარო, პრაქტიკა გჭირდებათ. წიგნებმა შესაძლოა, განათლება მოგცეთ, მაგრამ არა – უნარები. თქვენ გჭირდებათ ქმედება და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.

5. იცხოვრე აწმყოში
,,არ მინდა, განვჭვრიტო მომავალი. ჩემი ვალია, აწმყოს მოვუფრთხილდე, რადგან მომავლი ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას კი, ეს ჩემთვის არ მოუნიჭებია.’’

საუკეთესო გზა, დაძლიო შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც ყოველთვის უკან გხევს, აწმყოზე ფიქრია. რატომ? როდესაც აწმყოში ცხოვრობ, არ ნერვიულობ, თუ რა მოხდება მომავალში. უხალისობა, რომელიც მომავლის შიშისგან მომდინარეობს, გაკარგვინებს ძალას. აწმყოზე ფიქრი გაცილებით უფრო მარტივია.

6. ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ
,,ვაღიარებ, რომ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ისევე სცოდავს, როგორც სხვა ნებისმიერი მოკვდავი.’’
,,საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, ვაღიარო საკუთარი შეცდომები და გავაანალიზო ჩემ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.’’

,,არ ჟღერს ბრძნულად, იყო დარწმუნებული საკუთარ სიბრძნეში. უნდა აცნობიერებდეთ იმას, რომ შესაძლოა, უძლიერესმა სისუსტე გამოამჟღავნოს, ხოლო ბრძენმა შეცდომა დაუშვას.’’

როდესაც ადამიანების გაიდეალებას იწყებთ, მაშინაც კი, თუ მათ უდიდესი მიღწევები აქვთ, გარისკეთ მათგან გამოყოფა. იგრძენი, რომ შენ შენ ხარ. სხვანაირად, ვერადროს მიაღწევთ წარმატებას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს რომ ყველანი ადამიანები ვართ და თითოეული ჩვენგანი შეცდომას უშვებს. არაგონივრული სტანდარტები მომავალში თქვენს სამყაროში არასაჭირო კონფლიქტებს გამოიწვევს.

7. იყავი შეუპოვარი
,,თავიდან ძაღლადაც არ გაგდებენ, შემდეგ – დაგცინიან, ბოლოს კი, გებრძვიან – ასეთია გზა გამარჯვებისკენ.’’
იყავი შეუპოვარი. დროთა განმავლობაში, მოწინააღმდეგენი შესუსტდებიან და სრულიად გაუჩინარდებიან. დაამარცხე შენში შინაგანი წინააღმდეგობა და თვითგვემის ტენდენცია, ეს შეცვლაში შეგიშლით ხელს.

იპოვეთ, რისი კეთებაც მართლა გიყვართ. ეს დაგეხმარებათ, იპოვოთ შინაგანი მოტივაცია და იაროთ წინ.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იყო განდი ასეთი წარმატებული, მის მეთოდშია -,,არაძალადობრივი წინააღმდეგობა’’. მაჰათმა განდის მხარდამჭერები საოცრად შეუპოვრები იყვნენ. მათ არ იცოდნენ სიტყვა ,,დათმობის’’ მნიშვნელობა.
იშვიათად მოდის წარმატება და გამარჯვება ისე სწრაფად, როგორც შენ გინდა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ აღწევენ მიზანს ადამიანები, არის ის, რომ მალე ნებდებიან. ჩვეულებრივ, მიაღწიო მიზნებს, ეს ითხოვს იმაზე გაცილებით მეტ დროს, ვიდრე მოელით.

8. ეძებეთ ადამიანებში კარგი და დაეხმარეთ მათ
,,მე ადამიანებში მხოლოდ კარგის მჯერა. თვითონ არ ვარ უცოდველი და ამიტომაცაა, რომ არ მივიჩნევ საკუთარ თავს ღირსად, განვსაჯო შეცდომებისთვის სხვა.’’

„ადამიანის სიდიადე სხვისი კეთილდღეობისთვის თავგანწირვაში იცნობა.’’

ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, ყოველთვის თავად ირჩევ, რომელს მიაქციო ყურადღება. თუკი გსურს, განასხვავო, საუკეთესო გამოსავალია ფოკუსირება კარგ მხარეზე მოახდინო. ეს ცხოვრებას გაგიმარტივებთ, თქვენი დამოკიდებულება უფრო პოზიტიური და სასიამოვნო გახდება.

9. იყავი ჰარმონიული, გულწრფელი და ერთგული
,,ბედნიერება – როდესაც რასაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ ჰარმონიაშია.“

როდესაც თქვენი ფიქრები, სიტყვები და ქმედებები ჰარმონიაშია, იღებთ უდიდეს შინაგან სიამოვნებას. გრძნობთ ძალასა და კმაყოფილებას. თუ ნამდვილად გულწრფელი ხართ, ადამიანებს რეალურად აინტერესებთ ის, რასაც ეუბნებით. ყველაფერთან ერთად, თქვენს სიტყვებში არ იგრძნობა პირფერობა და წინააღმდეგობები. თუკი ქმედებები ნათქვამს არ ემთხვევა, კარგავთ საკუთარი თავის რწმენას და აღარც სხვებს სწამთ თქვენი. ნუ გაისულელებთ თავს.

10. განაგრძე ზრდა და განვითარება
,, განვითარება – ეს ცხოვრების კანონია. და ადამიანი, რომელიც თანმიმდევრულად ცდილობს წესების ჩამოყალიბებას, თავს არასწორ პოზიციაში იყენებს.’’

ყოველთვის შეგიძლიათ საკუთარი უნარების განვითარება, თვისებების შეცვლა და გადაფასება. შეგიძლიათ ბუნების უფრო ღრმად შეცნობა.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, გქონდეთ პრობლემები ჰარმონიის მიღწევასა და გულწრფელ ურთიერთობებში, მაგრამ, თუ არ განვითარდებით, როგორც განდი ამბობს, საკუთარ თავს არასწორ გზაზე დააყენებთ. ბედნიერი და სასარგებლო არჩევანი ზრდა-განვითარების გზაზე დადგომაა.

წყარო: 4motivi.ge

| Print |