საზოგადოება
2020 წლიდან სტადიონებზე მოწევა აიკრძალება
თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი შემ­თხვე­ვით შემ­ცირ­და ინ­სულ­ტე­ბის და ინ­ფარ­ქტე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და სას­წრა­ფო მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აკა­კი ზო­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

ზო­ი­ძის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმ რე­გუ­ლა­ცი­ებს, რო­მე­ლიც 2020 წლი­დან უნდა ამოქ­მედ­დეს. დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კონ­ტრო­ლის კი­დევ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ე­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

2020 წლი­დან მო­წე­ვა იკ­რძა­ლე­ბა სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­ზე და სას­ტუმ­რო­ებ­ში სრუ­ლად.

"არ გა­მარ­თლდა არც ერთი უარ­ყო­ფი­თი პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ას და ცალ­კე­ულ ექ­სპერ­ტებს ჰქონ­დათ.

ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა რაც არის, ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი შემ­თხვე­ვით შემ­ცირ­და 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­სულ­ტე­ბის და ინ­ფარ­ქტე­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და სას­წრა­ფო მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ პა­სი­უ­რი მო­წე­ვის გამო აღარ ად­გე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე, რო­გორც ეს მა­ნამ­დე იყო სი­გა­რე­ტის კვამ­ლით გაჟ­ღენ­თილ რეს­ტორ­ნებ­ში, კა­ფე­ებ­ში, ბა­რებ­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს რე­გუ­ლა­ცია ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მი­ი­ღო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, 85 პრო­ცენტზე მეტი მხარს უჭერს რე­გუ­ლა­ცი­ებს, მათ შო­რის, მწე­ველ­თა ნა­ხე­ვა­რი. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში 95 % იყო კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, მა­შინ როცა ზამ­თარ­ში შარ­შან 87 %-მდე და­ე­ცა. ესეც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ვა­დუ­ნოთ.

შეკ­რე­ბის თემა სწო­რედ ეს გახ­ლავთ და ასე­ვე ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­ში უნდა შე­ვი­დეს - მა­გა­ლი­თად, სტა­დი­ო­ნებ­ზე აკ­რძალ­ვა 2020 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან. ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და გვინ­და მო­ვი­თხო­ვოთ, კი­დევ უფრო მე­ტად გამ­კაც­რე­ბა. ასე­ვე, სას­ტუმ­რო­ებ­ში აიკ­რძა­ლე­ბა სრუ­ლად - აქამ­დე და­ტო­ვე­ბუ­ლი იყო ნომ­რე­ბი, ახლა უკვე იკ­რძა­ლე­ბა სრუ­ლად," - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.
| Print |