საზოგადოება
ქართველი მომღერლები ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად ახალციხეში იმღერებენ

 

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. მომღერლები საქველმოქმედო კონცერტს ახალციხის ციხეზე, 26 ნოემბერს გამართავენ.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას თორნიკე ტატიშვილი, ია ტომაში, მარიკა თხელიძე, პაატა ხაჩიძე, თაკო ესებუა, გურამ ჯაში და თათია გიორგობიანი მიიღებენ.

კონცერტზე იცეკვებენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები "მესხეთი" და "ლომსია".

21 წლის ხატია პარუნაშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა.

საქველმოქმედო ღონისძიებების გარდა, გახსნილია ანგარიში.

თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061

საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL

მიმღები მარიამ პარუნაშვილი. 

ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია. 0 901 700 177

"უბრლოდ გთხოვთ, წარმოიდგინეთ თავი თუნდაც ჩემს ადგილას. ყველაზე რთულია რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებ, ყველა გზა მოჭრილია მხოლოდ და მხოლოდ ელოდები დაფინანსების პასუხს, რომელიც ან იქნება დადებითი ან არა... გთხოვთ ყველას, უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, ერთად დავდგეთ ხატიასთვის", - წერს სოციალურ ქსელში ხატიას და მარიამ პარუნაშვილი
.

 

| Print |