საზოგადოება
როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა (photo)

 

სახლს, სადაც ხანძარმა მეპატრონე იმსხვერპლა, პოლიციის ლენტი ისევ აქვს შემოვლებული. საცხოვრებლიდან მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ჭერი და საოჯახო ნივთები სრულად დაიწვა.

უბედური შემთხვევა ადიგენის სოფელ ვარხანში 24 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ხანძარი მეზობელმა შენიშნა, თუმცა ცეცხლმოკიდებული შენობიდან 54 წლის მამაკაცის გამოყვანა ვერ შეძლეს.

ცხედარი დაბა აბასთუმანში, შვილის ოჯახში გადაასვენეს.

ამავე თემაზე: 
სოფელ ვარხანში, სახლში, მამაკაცი ჩაიწვა
| Print |